შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში

დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით, ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, წასულიყვნენ ტყუილზე და ძალადობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება სულმოუთქმელად ელოდება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციამ კი თავად თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე.

„პარლამენტი არის ამისთვის, ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და შეეძლოთ, ამის მონაწილე ყოფილიყვნენ, მაგრამ დახიეს მანდატები. ახლა შეუძლიათ, კომიტეტის სხდომაზე მოვიდნენ, როგორც მოქალაქეები. იცით, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა საკმაოდ ღია და გახსნილია, კომიტეტზე მიიღონ მონაწილეობა, როგორც მოქალაქეებმა და ეს იქნება მათი ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: შესაძლებელია თუ არა, ვიხილოთ შარლ მიშელის მსგავსი მედიაციის პროცესი უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობით?

„საქართველოში არის არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში, ვხედავთ უსაფრთხოებას და იმ ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიული პროცესების მიღმა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვაიძულებთ. ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ და ვთქვათ, რომ კარგი, შეეშალათ და კიდევ ერთხელ საბავშვო ბაღში ბავშვივით ვატაროთ და ნოტაციები წავუკითხოთ. აქედან გამომდინარე, მათი არჩევანია, ზრდასრული ხალხია და მათ აირჩიეს ქუჩა, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში, როგორც არიან.

აქ საჭორაო ბიურო ხომ არ არის. რაღაც მიზანი უნდა იყოს და პარტიებს შორის დიალოგის მიზანია, რომ ხალხის მანდატი ვისაც აქვს, პარლამენტის ფორმატში ჰქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მიიღონ კანონები და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ არ ვართ, პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც სხვადასხვა ჯგუფმა უნდა მონახოს საერთო ენა, რომ არ იყოს ომი? ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუციური ჩარჩო და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოში. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო. მათ შორის, სხვათა შორის, ეუთო-ს დელეგაციასთანაც გვქონდა ამაზე საუბარი, რამე ახალი უნდა გამოვიგონოთ, ახალი დემოკრატია? დემოკრატიის ფორმა, ჩარჩო, რაც არის მოცემული, რაც სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ზუსტად ისე მოქმედებს ჩვენთან. სადაც არიან ტერორისტები, მათ ეპყრობიან, როგორც ტერორისტებს, სადაც არიან რადიკალები, ექსტრემისტები, ყველაფერს თავისი ნიშა აქვს და არავინ არ ითხოვს არცერთ ქვეყანაში, რომ იყოს ერთმანეთში აზელილი დემოკრატიული და არადემოკრატიული ძალები. სინამდვილეში ყველაფერს კონსტიტუცია ალაგებს, ყველას თავის ადგილს უჩენს. დემოკრატიის მიღმა ვინც გადის, რჩება დემოკრატიული პროცესების მიღმა. ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით. ეს არის მარტივი ფორმულა თავდაცვითი დემოკრატიის, ის, ვინც არის დემოკრატიის მტერი, მას არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს, რომ იყოს შემდეგ დემოკრატიული პროცესის თანამონაწილე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უმცირესობას არ უნდა მიეცეს საშუალება, უმრავლესობას უკარნახოს თავისი წესები.

„ექსტრემიზმი სწორად ეს არის, რაც უნდა ზოგიერთ ჯგუფს, რომ აქ რაღაც აპარტეიდი ჩამოყალიბდეს, სადაც უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაუშვებს, მით უმეტეს ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნებმა თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი