შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება, ეს ორი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ​​ევროკავშირს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთია, რომელმაც ორი მარტივი ჭეშმარიტება თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

პაპუაშვილის თქმით, ეს ორი ჭეშმარიტება ევროკავშირის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ წარმოთქვა.

„მადლობა გვეთქმის ეუთოს საპარლამენტო დელეგაციისთვის. მათ დაასახელეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი. პირველი – განცხადება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ეს მარტივი ჭეშმარიტება თქვა. მეორე – ბოიკოტი არ არის პოლიტიკური პროცესის ჩამნაცვლებელი. ეს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა. ეს მარტივი თეზისები შეხვედრებზე რამდენჯერმე გაიმეორეს და კიდევ უფრო მეტიც ითქვა. ეს ორი უმარტივესი ჭეშმარიტება ვერ ვათქმევინეთ ევროკავშირის ვერც ერთ წარმომადგენელს.

ქალბატონმა კოსმა სასწაული რაღაცები ილაპარაკა. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რომელ ქვეყანაზე საუბრობს. ორი მარტივი ჭეშმარიტება ვერ წამოვაცდენინეთ ​ევროკავშირს, მის ელჩს, რომ ძალადობით დამხობა დაუშვებელია და ბოიკოტი არ შეიძლება. რატომ არ ამბობს ამას ევროკავშირის ელჩი? ევროკავშირი? ბრიუსელი? როგორც კი იტყვიან, იმავე მომენტში გამოაცლიან რადიკალურ ოპოზიციას იმ საკვებს, რომელიც თავად მათ მისცეს. გამოაცლიან მათ მიერ პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტის და მანდატების გადაყრის გამართლებას, გამოაცლიან პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობას, რაც მთავარია, მომავალი ძალადობის მათეულ ლეგიტიმაციას. ამიტომაც არ ამბობენ, რომ მომავალ ძალადობას გზას უხსნის ბრიუსელი, ისინი, ვინც არ გმობენ დღევანდელ ძალადობას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით დღეს უნდა ვთქვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი