შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა: ყოფილი მაღალჩინოსნები, სამხედრო ექსპერტები და ოპოზიციური აქტორები ამბობენ, რომ ირანის გაზრდილ გავლენაზე, გაზრდილ ტერორისტულ რისკებზე მათი განცხადებები იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლებამ დროულად მიიღოს ქმედითი ნაბიჯები ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. ხედავთ თუ არა გარკვეულ საფუძვლებს ამ განცხადებების უკან?“

„არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება. მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2022 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ჩართულიყო უკრაინაში ომში, გაეგზავნა მებრძოლები ხელისუფლების ორგანიზებით. ეს ხალხი ნანახი გვყავს, ზუსტად იგივე სცენარი, რაც 2022 წელს აამოქმედეს საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. იგივე სცენარიც ვნახეთ ახლაც. იგივე სახელები, სახეები, რომლებმაც პირდაპირ სამიზნედ მონიშნეს საქართველო სხვადასხვა ძალებისთვის, რაც მთავარია, ეს თემაც გამოიყენეს იმისთვის, იქნებ რამენაირად შემოეტანათ ქვეყანაში არეულობა, წაეკიდა საქართველო სხვადასხვა ქვეყანასთან, ეიძულებინათ,საქართველო გამოსულიყო განსაკუთრებული პოზიციებით ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოწვევები არსად წასულა. პირიქით, სულ უფრო იმატებს. კონფლიქტები იზრდება, ფართოვდება, რაოდენობრივად მეტი ხდება და საქართველოში შენარჩუნებულია მშვიდობა და სტაბილურობა. იმ ხალხისგან, რომლებიც ყველანაირად ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი მითითებები.

ასეთი ომები და კონფლიქტები როდესაც არის რეგიონში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. სწორედ ამიტომაც აირჩია ხალხმა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის ქვეყნის მართვაში, რომელსაც აქვს ამ საფრთხეების მართვის უნარი. ესენი რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, 2022 კი არა, ახლაც ჩაგვრთავდნენ სხვადასხვა სახის კონფლიქტში. უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან. ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი