ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.

„აშშ-სთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მზად ვართ - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა დ აშშ-ს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია