ირაკლი კობახიძე: დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას

დღეს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის, თბილისის მერის კანდიდატურას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადებული ნდობისა და რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის.

„დღეს, ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს, არ გვაქვს უფლება, პირველ რიგში, მადლობა არ გადავუხადოთ ქართველ ხალხს შარშან, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ.

სწორედ ამ გამარჯვებამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში, საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754052616

საზოგადოება

ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....

გია ვოლსკი

1754052565

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. „გ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1754051151

საზოგადოება

საქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, საქართველო - ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია კი 7 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს. „ეროვნული ნაკრების“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმ...

საქართველო - თურქეთის მატჩ

1754050401

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლ...

ირაკლი კობახიძე

1754049725

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ სუსის 10 წლის იუბილეს - საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი

„გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს - ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა...

მიხეილ ყაველაშვილი