ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას - ის კარგავს საკუთარ თავს

საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, ქართველებს ეამაყებათ ქრისტიანობა და ყველაფერი კეთდება მის დასაცავად, რადგან როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს.
„დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში - ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.
ჩვენ - ქართველები - განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ!
თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა — ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით!
გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას — ის კარგავს საკუთარ თავს“, - განაცხადა პრემიერმა.
1748632442
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია
„ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ...
1748631274
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა
26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტები ჩანს. გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამ...
1748629545
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია
„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...
1748628798
ახალი ამბებინინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ
„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...
1748626553
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ
„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...