ირაკლი კობახიძე: მადლობა ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე

მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და საკანონმდებლო რეფორმით, პარალიმპიური მოძრაობა ოლიმპიურთან გათანაბრდა, ხოლო პარაათლეტების, მათი მწვრთნელებისა და ექიმების სტიპენდიები და პრემიები ოლიმპიელთა ანაზღაურებასთან სრულად შესაბამისობაში მოვიდა.

„მოხარულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმაც სათანადოდ შეაფასა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა წინ - 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი წინ. ყველას მინდა, ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფილმის ავტორებს - ბაჩო ოდიშარიას, არაჩვეულებრივი ფილმისთვის, გიორგი გრძელიშვილს, ფილმის პროდიუსერს და მთლიანად გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამარტო ამ ფილმის მხარდაჭერისთვის, ფილმშიც იყო აღნიშნული, რომ სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებაზე, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე და ეს ფილმიც ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“.

ასევე, ამ ფილმში აღნიშნული იყო განსაკუთრებული ერთობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარასპორტსმენებს შორის, აქ განსაკუთრებული როლი აქვს, რა თქმა უნდა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და მისი როლიც აღინიშნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პარასპორტსმენები ასე უდგახართ ერთმანეთს გვერდში და ყველა ერთად ასე უდგახართ გვერდში ჩვენს ქვეყანას, და სახელმწიფოს. მადლობა იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე აწიეთ ჩვენი დროშა, ააჟღერეთ ჩვენი ჰიმნი, მომავალში კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781447896

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაც...

გურამ მაჭარაშვილი

1781446706

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და...

გურამ მაჭარაშვილი

1781445321

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია

რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალურ...

რატი იონათამიშვილი

1781444023

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრები...

თორნიკე შენგელია

1781442452

საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საე...

იუსტიციის სამინისტრო