შალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო

დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მათი ვალდებულებაა შექმნან გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილმის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი პარასპორტსმენებზეა, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, როდესაც არსებობს ნება, შრომა და მხარდაჭერა.

პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო. ჩვენი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გამხდარან ქვეყნის სიამაყე, მოუტანიათ საქართველოსთვის გამარჯვება და დაუმტკიცებიათ, რომ წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანის სულიერი სიმტკიცეა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ფიზიკური თუ სხვა გამორჩეულობისა, ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განათლების მიღების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი პირობები.

კინოს, იქნება ეს მხატვრული თუ დუკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული ძალა აქვს. ის გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ გავიგოთ ერთმანეთის გამოცდილება, დავინახოთ რეალობა სხვა ადამიანის თვალით და გავაძლიეროთ თანაგრძნობა, პატივისცემა და სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფილმიც სწორედ ამ მიზანს მოემსახურება.

მადლობას ვუხდი ფილმის ავტორებს, ორგანიზატორებს, გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებს, პარასპორტსმენებსა და ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს უფრო სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781447896

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაც...

გურამ მაჭარაშვილი

1781446706

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და...

გურამ მაჭარაშვილი

1781445321

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია

რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალურ...

რატი იონათამიშვილი

1781444023

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრები...

თორნიკე შენგელია

1781442452

საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საე...

იუსტიციის სამინისტრო