ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველო მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას.
2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად, 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
1781088265
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს
როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას, - განაცხადა პრემიერ-მინის...
1781087957
საზოგადოებაკანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
„ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსა...
1781087141
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით
სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-2024 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მ...
1781086146
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონ...
1781084905
ახალი ამბები„68 800 ლარი სრულად მიისაკუთრა“ - დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...


























