კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
„ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება.
„12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და არა მხოლოდ საქართველოში. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.
1781089025
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა
ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, - განაცხადა ს...
1781088618
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკის პრეზიდენტი არამარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან
თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის, იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც, - ამ...
1781088265
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს
როდესაც ჩინეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავლენს ასეთ თანასწორ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს და მადლობა ამისათვის ჩინეთის ხელისუფლებას, - განაცხადა პრემიერ-მინის...
1781087141
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის, 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით
სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023-2024 წლებში ამოქმედდა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მ...
1781086917
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმი...


























