ირაკლი კობახიძე - ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქვეყნის სიძლიერე იზომება არამხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით. ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება − ეს ქართული იდენტობის და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია.
სწორედ მდიდარი და მუდმივად განვითარებადი კულტურა აძლევს სახელმწიფოს ძალას, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამაგრებთ ამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და ამდიდრებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დღეს გადმოგეცემათ, თქვენი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის მხოლოდ სიმბოლური გამოხატულებაა. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საგუნდო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია; თქვენ იცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდაზე; უმთავრესი, რაც თითოეულ თქვენგანს აერთიანებს, არის საკუთარი საქმისა და ქვეყნისადმი უდიდესი ერთგულება და ამისათვის თითოეულმა ჩვენგანმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ.
თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის თავდადება, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად იჩენთ. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პრინციპები საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, - მიმართა პრემიერმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ბადრი მაისურაძე.
კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი სხვადასხვა პროფესიის 30 წარმომადგენელს გადაეცა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
1772103825
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთ...
1772102484
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმ...
1772101795
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა....
1772101331
ახალი ამბებიკინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
„მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“, - ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს და ღია წერილს აქვეყნებს. „ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწა...
1772100506
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას
ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმე...



























