შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ პატივსაცემი ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს

„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კულტურა არის ის, რაც გვეუბნება, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი.

„სასიამოვნოა ჩვენი კვლავ სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ამ დიდებულ დარბაზში და ორმაგად სასიამოვნოა სტუმრობა ამგვარ გამორჩეულ ღონისძიებაზე, რასაც საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება ჰქვია. დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩვენ ვმონაწილეობდით ამგვარ ღონისძიებაში და უაღრესად მისასალმებელია ამ შესანიშნავი ტრადიციის გაგრძელება.

მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში კულტურა ცოცხალი და თავისუფალია; რომ საქართველოსთვის კულტურა წარმოადგენს მისი თვითმყოფადობის, მისი იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს ბურჯს. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მოვდივართ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, პერიოდიდან, როდესაც ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება განსაკუთრებული სიმაღლითა და მიღწევებით იყო გამორჩეული და ჩვენ ყველას გაგვაჩნია მისი მნიშვნელობის, უნიკალურობისა და გამორჩეულობის შეგრძნება. სპორტი და კულტურა იმ პერიოდში განსაკუთრებული სიამაყისა და თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა.

თებერვლის ბოლო კვირაში ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ საუკუნის წინანდელ ამბებს, რაც პირველ რიგში ეხება საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და მის დაკარგვას. ჩვენ ვიხსენებთ 70-წლიან საბჭოთა წარსულს, ავით და კარგით, დანაკარგით და შენაძენით, მსხვერპლით და მიღწევით. ასეთი ბედისწერა დაჰყვა საქართველოს, ჩვენი ისტორიის მანძილზე დალხენილი ცხოვრება იშვიათად თუ გვქონია. გვქონდა მშვიდობა, არ გვქონდა დამოუკიდებლობა. გვქონდა დამოუკიდებლობა, გვესეოდა მტერი ყველა მხრიდან, რომელიც ვერ ეგუებოდა თავისუფალ საქართველოს.

დღეს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წელს, ჩვენ მოვახერხეთ შეკავშირება, ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება, სუვერენიტეტის დაცვა, ქართველად ყოფნის ღირსების აღორძინება და დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს დასაცავად. არ შეიძლება ჩვენი ეს ნაბიჯები არ იყოს ღირსებისა და სიამაყის განცდის მქონე.

ქართული კულტურა კი არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით. ეს არის ის, რაც გვეუბნება, თუ რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი, განუყოფელი და ერთიანი.

ყველას გილოცავთ ამ საპატივცემულო ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს და საზოგადოებას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772101795

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ევროპის ქვეყნები სინამდვილეში უფრო მეტ ფულს უხდიან რუსეთს, ვიდრე უკრაინას - აღარ გვიკვირს, რომ ამ დღეებში „დრუჟბას“ დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა მხარი და თურმე, „იმედი“ ყოფილა პრობლემა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რუსეთთან დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მოცულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა....

 რატი იონათამიშვილი

1772101331

ახალი ამბები

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს

„მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“, - ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს და ღია წერილს აქვეყნებს. „ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწა...

ააა

1772100506

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას

ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ „პოსტივის“ ან „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმე...

მაკა ბოჭორიშვილი

1772099266

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი - მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას, მე არ მინახავს, არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავს მტკიცებულებას წარმოადგენენ

„დიდი ბრიტანეთის ელჩს ვთხოვეთ, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772097551

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე. მინისტრის განცხადებით, თბილისსა და ვაშინგტონს...

მაკა ბოჭორიშვილი