ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს, ასევე ელჩებს.
„საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში - ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში - ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.
4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1773310702
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვი...
1773308678
ახალი ამბებიტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, ქუთაისი-ტყიბულის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე საავტომობილო გზა სრულად არის გადაკეტილი. „საქარ...
1773308328
საზოგადოებააიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდ...
1773306794
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში - რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდებიან, ვის დაურეკავენ საშველად, 2008 წელს ვიხილეთ, ვინ გვიშველა
ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადი...
1773306384
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, მაგრამ ის თავს ნორმალურად გრძნობს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“...



























