ირაკლი ზარქუა დევიდ ო’სალივანის წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან

ჩვენ ვიცავთ შეთანხმებას, არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან, - ასე გამოეხმაურა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა წერილს, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატიდან მიიღო.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „რაისა“ „კომუნისტკა“ და მისი მიმდევრები, რომლებიც დაფინანსებული არიან, ხელოვნურად ქმნიან შესაძლებლობას რომ ჩვენი ქვეყანა გააშავონ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, წერია:

„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761770421

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები

„ეს ძალა არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა თემაში ფიგურირებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან წარმოქმნილი პარტიები, განშტოებები“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმ...

მიხეილ ყაველაშვილ

1761769862

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!

„როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშ...

მიხეილ ყაველაშვილ

1761769820

საზოგადოება

პრემიერი: ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული

ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე

1761769326

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილი, მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი

გახარიას პარტიას რომ უარი ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინა, რაც მანამდე იყო - როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია ა...

ირაკლი კობახიძე

1761768407

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...

ირაკლი კობახიძე