მიხეილ ყაველაშვილი: როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!

„როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გამჭვირვალობისა და ფარას კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიღებული კანონის მიზანი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო.

მისივე განცხადებით, კეთილსინდისიერად მომუშავე ორგანიზაციას დასამალი არაფერი აქვს.

„ჩვენ ვიცოდით ამ კანონს რატომ ვიღებდით, ჩვენ გამჭვირვალობა გვინდოდა. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია სუბორდინაცია, არჩევნებით არჩეული ხელისუფლება უნდა იყოს ყველაზე ლეგიტიმური. რაღაც წარმონაქმნია არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცდილობდა, რომ ყველაფერ ამაზე მაღლა დამდგარიყო. თან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ჩვენი მოქალაქისგან. გარედან დაფინანსებული ორგანიზაცია ცდილობდა, რომ ხელისუფალს და პარლამენტს შორის მდგარიყო, მის გარეშე არც ერთი საკითხი, არც ერთი კანონი არ უნდა მიღებულიყო. დავინახეთ იმ არჩევნებზე მით უმეტეს, რომ სპეციალურად გაყალბებული ისფედის თემაც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებული. ვერავინ ეხებოდა, არ შეიძლებოდა, რომ მათთვის კითხვა დაგესვა. თუ შენ კეთილსინდისიერად მართავ, მუშაობ, ორგანიზაცია ხარ, ფინანსდები მით უმეტეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან, რა გაქვს დასამალი?!“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობა სჭირდება.

„რა თქმა უნდა, კანონმა იმუშავა. ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდება გამჭვირვალობა, მით უმეტეს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების, რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ. ეს ძალიან მარტივი გასაგები უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, მაშინდელი სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებაც გაიხსენა.

„როგორ შეიძლება კითხვა არ დასვა ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, მით უმეტეს როცა შენ გეხება, ეს ჩემთვის კარგი იქნება თუ ცუდი ?- კითხვაც არ დასვა, რასაც გეტყვიან ის უნდა გააკეთო, ცალ ფეხზე დადექი - ცალ ფეხზე დადგე. როგორ უნდა აკადრო შენს მოქალაქეს, შენს ისტორიას და შენს წარსულს, რომ ცალ ფეხზე დადგე იმიტომ, რომ სადღაც, რომელიღაც გაერთიანებაში გინდა მოხვედრა?!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761768407

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...

ირაკლი კობახიძე

1761764896

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა

ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შ...

მიხეილ ყაველაშვილი

1761762407

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გერმანიას არ მისცეს თანხმობა ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ამიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთა...

თენგიზ შარმანაშვილი

1761762381

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული

ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონ...

 რატი იონათამიშვილი

1761762353

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩი იყო ჩართული ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში

იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩ...

ლევან მახაშვილი