პრემიერი: ქვეყანა უნდა დავასვენოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ და ზუსტად ამას ემსახურება სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული

ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.

„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს.

აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას.

კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ.

წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761768407

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...

ირაკლი კობახიძე

1761764896

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა

ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შ...

მიხეილ ყაველაშვილი

1761762407

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გერმანიას არ მისცეს თანხმობა ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ამიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთა...

თენგიზ შარმანაშვილი

1761762381

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული

ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონ...

 რატი იონათამიშვილი

1761762353

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩი იყო ჩართული ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში

იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩ...

ლევან მახაშვილი