პრემიერი: როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში.

პრემიერის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არის მარტივი სპეკულაცია.

„მე არ მახსენდება ასეთი კომენტარი, უკრაინაში და მოლდოვაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ისინი სუსტები იყვნენ, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ზოგადად, რატომ მიიღება სხვადასხვა ქვეყანაში პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება? კი არ ეშინია ვიღაცას ან დემოკრატიული პროცესის ან რაღაცის. როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ზომები არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს რომ იყო შიშის გამოხატულება, მაშინ კონსტიტუციებში არ იქნებოდა ასეთი მექანიზმი ჩადებული. ეს ხომ მარტივად ჩანს, რომ სპეკულაციაა. რატომ წერია მაშინ, პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ შესაძლებელია პარტიების აკრძალვა, მშიშრები არიან, თუ რატომ ჩადეს ეს მექანიზმი. ნახეთ, რა მარტივი, იაფფასიანი სპეკულაციებია. მოლდოვაში აიკრძალა, არავითარი სპეკულაციები არ მოჰყვა, არც არავითარი განცხადებები, უკრაინაში აიკრძალა და არც იქ, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ სპეკულირებას, რაც ძალიან დასანანია, სამწუხაროა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ხომ მარტივი სპეკულაციაა. არითმეტიკული სიმარტივით მტკიცდება ის, რომ მარტივად ისპეკულირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ეს რომ იყოს შიშის გამოხატულება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ევროპული ქვეყანა არის მშიშარა და ამიტომ უწერიათ პარტიების აკრძალვის მექანიზმი კონსტიტუციებში. ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით არ შეიძლება გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ჰქვია ევროკომისიის პრესსპიკერი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761768407

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმე...

ირაკლი კობახიძე

1761764896

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა

ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შ...

მიხეილ ყაველაშვილი

1761762407

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გერმანიას არ მისცეს თანხმობა ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ამიტომ ებრძოდნენ ისინი გამჭვირვალობის კანონსაც. რა გაქვს დასამალი თუ შენ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურები?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთა...

თენგიზ შარმანაშვილი

1761762381

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული

ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონ...

 რატი იონათამიშვილი

1761762353

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩი იყო ჩართული ამ ფულის ასე გაუმჭვირვალედ ტრიალში

იმის გამო, რომ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, იმის გამო, რომ გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება - ხომ არ იყო მართლა ისეთი პროცესი, სადაც თავად გერმანიის ელჩ...

ლევან მახაშვილი