ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე: ყველას მოვუწოდებ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად სიტყვით, ურთიერთდანდობით იყოს ურთიერთობები გარკვეული და მეორე მხრივ, არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის

არ არის ლამაზი, მძიმეა და ბუნებრივია, მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

„კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად სიტყვით, ურთიერთდანდობით იყოს ეს ურთიერთობები გარკვეული და მეორე მხრივ, ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის. ეს იქნებიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, თუ არ აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება! არ შეიძლება, შეურაცხყოფის მიყენება! არ შეიძლება ლანძღვა-გინება, რასაც ჩვენ ვისმენთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ონისე ოქრიაშვილი მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა. უწყებაში გამოცხადდა და გამოიკითხა მასზე თავდამსხმელიც.

ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784802604

საზოგადოება

პრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება

„სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1784802492

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას

„ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე

1784802282

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით

„სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე

1784796819

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ

მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები...

ირაკლი ზარქუა

1784794613

საზოგადოება

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო

ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყ...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი