საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა
2026 წლის 23 ივლისს, სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სინგაპურს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის მაგალითს წარმოადგენს, რაც ქმნის ბიზნესკავშირებისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე. მინისტრები შეთანხმდნენ მომავალშიც გააგრძელონ პარტნიორობა დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1784802604
საზოგადოებაპრემიერი: სინგაპურში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, შევჯერდით, რომ გაღრმავდება ურთიერთობები, განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება
„სინგაპურში შედგა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1784802492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყოფილმა ელჩმა ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში, შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას
„ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - ამის შესახებ საქართვ...
1784802282
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სინგაპურში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოზიდვას, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა მიმართულებით
„სინგაპურში ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ბიზნესებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...
1784796819
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები...
1784794613
საზოგადოებაონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო
ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყ...



























