ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს - დავით ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი, ე.წ. “ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"ის, რომ ბიძინამ არ, უფრო სწორად, ვერ დაიჭირა ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ასე თუ ისე რაღაც დონეზე მაინც უწევს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას და დასავლეთის ფაქტორს. აბა ქართველი ხალხის რისხვის შეეშინდაო, ვერ დავაბრალებთ, რადგან ასეთი რისხვის მოლოდინი არც მას და არც არავის არ ჰქონია, ისევე როგორც ვერ დავაბრალებთ ზედმეტ ჰუმანიზმს და გულმოწყალებას.
კარგი იქნება თუ ოპოზიციური ძალები სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებენ ამას და გააცნობიერებენ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას სჭირდება არა შესკდომა და წელში შევარდნა მისი გადატეხვის მიზნით, არამედ სერიოზული, მრავალგანზომილებიანი, ეტაპობრივი და მეთოდური მუშაობა და ბოლოს და ბოლოს შეეშვებიან ისეთი მავნებლური (და საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი) იდეების გაღვივებას, როგორიცაა: რა აზრი აქვს არჩევნებს როცა არჩევნები არ გვაქვს, რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას როცა პარლამენტი არ გვაქვს, რა აზრი აქვს ინსტიტუციების გამოყენებას როცა ინსტიტუციები არ გვაქვს და ა.შ.",-წერს  დავით ზურაბიშვილი. 

ამავე თემაზე:

🔵გადაწყვეტილება ბიძინასია და არა მოსამარათლის - დავით ბერძენიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის სასამართლო გადაწყვეტილებაზე

🔵მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

🔵სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ