ისტორიაში პირველად, ქართველი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2022/06/20/14994/natia-loladze_w_h.jpeg)
"საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს",- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიცეპრეზიდენტობა შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.
"ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში გავაკეთებ ყველაფერს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა მხარი დავუჭირო წითელი ჯვრების ეროვნული საზოგადოებების განვითარებასა და გაძლიერებას.
რადგან სწორედ ძლიერი ეროვნული საზოგადოება არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დროული და ეფექტური რეაგირება ადამიანთა საჭიროებებზე ადგილობრივ დონეზე“, – ამბობს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ნათია ლოლაძის კანდიდატურას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას 192 ქვეყნის წარმომადგენლობამ დაუჭირა მხარი.
ასეთი ფართო კონსენსუსი და ნდობა წლების განმავლობაში საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა.
„ჩვენი გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს წითელი ჯვარს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების პროცესზე.
ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან და სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან, რათა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა და ფოკუსირება გაზრდილ ჰუმანიტარულ მოთხოვნებზე, რაც ამ პერიოდში დგას მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის წინაშე“, – აცხადებს ნათია ლოლაძე.
საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისთვის ეს არ არის პირველი საერთაშორისო აღიარება. 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვარი, პირველად თავის 100-წლიან ისტორიაში, გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 20-კაციანი მმართველი საბჭოს წევრი. გარდა ამისა, 2022 წელს საქართველოს წითელი ჯვარი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა დონორი ორგანიზაცია, რასაც ემატება ისიც, რომ საქართველო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციის მასპინძელი იყო.
ნათია ლოლაძის საქმიანობა საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებაში 2002 წელს, მოხალისეობით დაიწყო. 2008 წლის ომის შემდეგ, ნათიამ გადაწყვიტა, რომ მისი კარიერა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის საბოლოოდ დაეკავშირებინა და მას შემდეგ, საქართველოს წითელი ჯვრის წევრებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად. ნათიამ წლების განმავლობაში შეძლო მნიშვნელოვანი და ძლიერი კავშირის დამყარება სხვადასხვა ქვეყნების წითელი ჯვრების ეროვნულ საზოგადოებებთან, რაც დადებითად აისახა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და დახმარების საჭიროების მქონე ქართველ ხალხზე“, – აღნიშნულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება
1738922128
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება. მისი თქმით...
1738919379
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი - 45“ პრეზენტაციას დაესწრო. ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თ...
1738918286
ახალი ამბები„ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს და გეგმებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაც კი არ გააჩნიათ“ - ვახტანგ ჩოჩია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, დღეს მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს და გეგმებთან დაკავშირებ...
1738916660
მსოფლიოNewsweek: გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. ინფორმაციას Newsweek-ი უკრაინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. იუსტიციის...
1738916129
ახალი ამბები„გახარია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“ - გიორგი ჩაკვეტაძე
„გახარია არის ჩვეულებრივი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიას 12 მანდატი აქვს პარლ...