იუნესკო ლაშქარავას საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას გაზაფხულზე მიმართავს
2021 წელს მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით „იუნესკო“ ხელისუფლებას 2022 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდება, ხოლო ინფორმაცია შემოდგომაზე გასაჯაროვდება.
2021 წლის 13 ივლისს „იუნესკოს“ გენერალურმა დირექტორმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ლაშქარავას სიკვდილის ფაქტის გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა.
ამ ინფორმაციის "იუნესკოს" "მოკლული ჟურნალისტების" სიაში გადატანის შემდეგ, ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი იყო მითითებული, რაც მოგვიანებით 11 ივლისით შეიცვალა.

„იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ სიაში „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მიერ ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „იუნესკო ჟურნალისტების მკვლელობებს სანდო პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გმობს.“
სიაში მითითებული „სასამართლო გამოძიების სტატუსი“ კი აღწერს მიაწოდა თუ არა ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ “იუნესკოს“ ჟურნალისტის სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლოს შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია.
ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა მედიის თემებზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ).
წყარო: mediachecker.ge
ასევე საინტერესოა:
🔵 რიკოთზე ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები (ვიდეო)
🔵 ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილ მწუხარებას გამოთქვამს
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































