იუსტიციის სამინისტრო 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეცსაშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე დღეს, 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადდა.

საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით.

სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765442807

საზოგადოება

გრიპის სეზონი საქართველოში - მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დაფიქ...

ექიმი და ნემსი

1765438184

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ალდე არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, ეს ალდე მაინც ურცხვად იმეორებს ამას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალდეს განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პა...

თენგიზ შარმანაშვილი

1765436452

საზოგადოება

სოზარ სუბარი ვეტერანებზე: ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ბიუჯეტში თუნდაც 50%-ით რომ გაიზარდოს ვეტერანების სოციალური დახმარება, ეს იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ სამშობლოს მათი თავდადება ახსოვს

„ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. რომელ პატრიოტულ აღზრდაზე ვლაპარაკობთ, თუკი ვეტერანებს არ ექნებათ შესაბამისი დაფასება და ისინი არ იქნებიან სამაგალითო მომავალი თაობისთ...

სოზარ სუბარი

1765435369

საზოგადოება

პოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ინფო...

პოლიცია

1765434524

ახალი ამბები

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით,...

დაკავება, პოლიცია