ირაკლი კირცხალია: სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! რაც შეეხება ორგანიზაციას „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“, ის უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!
ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობას ეხება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თავის მხრივ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში არსებულ მედიის მდგომარეობას იხსენებს.
„ვფიქრობ, ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია და სასწრაფოდ უნდა მოვხსნათ გაუგონარი წნეხი მედიაზე. ბოლო დროს მათ შიში და კრიტიკული კითხვებისგან თავშეკავება პირად საუბრებშიც კი აშკარად შეეტყოთ. ასევე, უნდა გაიხსნას ჩვენ მიერ დახურული ყველა მედიასაშუალება, ხოლო ახალი ტელევიზიის გახსნა ნებისმიერი რაიონული პარტიული ოფისიდან გაუსვლელად უნდა გახდეს შესაძლებელი.
ნოდარ მელაძეს და სხვა გმირ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი პოლიტიკოსი ყოველგვარი განმარტების გარეშე ფანჯრიდან გადააგდონ, ხოლო პოლიტიკოსებს დაუწესდეთ ვალდებულება, ჰაერშივე გასცენ პასუხი ნებისმიერ კითხვას! პარალელურად, ტელეკომპანია „იმედი“ უნდა გადაეცეს „ნაციონალურ მოძრაობას“, „რუსთავი 2” - „ლელოს”, „პოსტივი“ - გვარამიას და „ჯიდიესი“ - გახარიას.
სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ პრესის თავისუფლების 2012 წლამდე მაჩვენებელს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ! რაც შეეხება ორგანიზაციას „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“, ის უნდა გამოცხადდეს ყველაზე ობიექტურ შემფასებლად მსოფლიოში!
პ.ს. ყველას ძალიან ვთხოვ, თავი შეიკავონ ისეთი არაევროპული და პროვინციული კომენტარებისგან, როგორიცაა „მაგ სიმართლით იარონ მაგათმა” და სხვა“, - წერს ირაკლი კირცხალია.
1765443200
საზოგადოებასუსი: არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ
არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, - ამის შე...
1765442807
საზოგადოებაგრიპის სეზონი საქართველოში - მდგომარეობა სტაბილურია, ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება
საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დაფიქ...
1765438184
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ალდე არის ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაცია მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ოპონენტები თვითონაც უკვე აღარ ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, ეს ალდე მაინც ურცხვად იმეორებს ამას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალდეს განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პა...
1765436452
საზოგადოებასოზარ სუბარი ვეტერანებზე: ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ბიუჯეტში თუნდაც 50%-ით რომ გაიზარდოს ვეტერანების სოციალური დახმარება, ეს იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ სამშობლოს მათი თავდადება ახსოვს
„ესენი არიან ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. რომელ პატრიოტულ აღზრდაზე ვლაპარაკობთ, თუკი ვეტერანებს არ ექნებათ შესაბამისი დაფასება და ისინი არ იქნებიან სამაგალითო მომავალი თაობისთ...
1765435369
საზოგადოებაპოლიციამ აჭარაში 2 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ინფო...



























