ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების განმავლობაში საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო.

„ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მადლობას გიხდით პარტნიორობისთვის. ჩვენს ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში - ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად შრომა. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა, და გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ალან პერსელმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782922495

საზოგადოება

პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის...

ირაკლი კობახიძე

1782921149

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა

საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტ...

ლაშა მაღრაძე

1782919458

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782918546

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებუ...

შსს შსს შსს

1782917421

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს

„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრო...

ლევან მაჭავარიანი კ