მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

მინისტრის განცხადებით, მულტიპოლარული სამყაროს პირობებში დიპლომატიაც მულტივექტორული უნდა იყოს, რაც საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული, ამასაც ბუნებრივად მოითხოვს ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, რომელსაც აქვს გამოკვეთილი გეოგრაფიული მდებარეობა დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია. სწორედ აქ იკვეთება ძალიან ბევრი ინტერესი, ბევრი განსხვავებული პოლიტიკური მიმართულება და ეს ჩვენგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, შორს მხედველობას და პრაგმატულობასაც, რაც აისახება მულტივექტორულ დიპლომატიაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები, კავშირები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცესთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან. ეს უნდა მოხმარდეს საქართველოს მთავარი ფუნქციის, თუ მთავარი როლის, დღეს რაც აქვს „შუა დერეფნის“ კონტექსტში, სწორედ ამის განვითარებას. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი, მათ შორის დიდი მოთამაშეებიც საუბრობენ გეოპოლიტიკაში თუ რამდენად საჭიროა კავშირების გაღრმავება,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მულტივექტორული დიპლომატია არ ნიშნავს პარტნიორების ჩანაცვლებას, არამედ გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

„თუმცა გარკვეული კრიტიკის ქარცეცხლში მხოლოდ საქართველო ეხვევა, როდესაც ის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. საქართველო ამას არც უნდა შეუშინდეს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში. ამას სჭირდება კავშირების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. რაც არამც და არამც არ ნიშნავს პარტნიორების ჩანაცვლებას, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს და არც მულტივექტორული დიპლომატიის მიზანია ჩავანაცვლოთ პარტნიორები, პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვავითაროთ უფრო მეტად პარტნიორობა იმ მიმართულებით, სადაც ამის პოტენციალი არის. გარკვეული დისბალანსი, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არის, წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძირითადად ერთი მიმართულებით იყო მიმართული და სწორედ აქეთ ვითარდებოდა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა სხვადასხვა რეგიონებს და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ სწორედ ეს გეოგრაფიული რეგიონები ვითარდებიან, მათი მნიშვნელობაც იზრდება გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და საქართველოს სჭირდება მათთან, რა თქმა უნდა, ძლიერი კავშირები და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ განსაკუთრებული აქცენტი დღეს კეთდება სწორედ იმ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაც გასულ ათწლეულებში რაღაც არ იყო ისეთ დონეზე, რა დონეზეც შეიძლებოდა რომ იყოს ურთიერთობები,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782922495

საზოგადოება

პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლობიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა

ათწლეულების განმავლობაში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის...

ირაკლი კობახიძე

1782921149

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა

საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტ...

ლაშა მაღრაძე

1782919458

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთ...

მაკა ბოჭორიშვილი

1782918546

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებუ...

შსს შსს შსს

1782917421

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს

„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრო...

ლევან მაჭავარიანი კ