კაია კალასი საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლები შეცვალოს“, - თქვა კალასმა შეხვედრის დაწყებამდე.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ბრიუსელი აპირებს საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს წერილი, სადაც კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი და ვადები იქნება მითითებული, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რათა უვიზო რეჟიმის შეჩერება თავიდან აიცილოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752589125

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: საზოგადოებამ ეს ფილმი იხილა წინა არჩევნებზე, როდესაც ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და რა მოიმკეს ამით თავად შეაფასონ. ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას

ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ეს ტრაგედია და ჩვენ რაღაცებზე უარი განვაცხადეთ, ეს განწყობა შეიქმნა ევრობიუროკრატებში. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს, ვინაიდან არ მიიღო...

ლევან მაჭავარიანი

1752589082

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა პარლამენტია

ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა...

ლევან მაჭავარიანი

1752588202

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია - ღია ვართ ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას

ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია. - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრ...

ლევან მაჭავარიანი

1752587371

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე: ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო

„ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...

ირაკლი კირცხალია

1752585029

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7149 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი