კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ ყველაფრისთვის, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში იყო ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ის იყო მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, სადაც მუდმივად ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში დელეგაციას ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვნახოთ, დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძე.
1777580040
საზოგადოებაკახა კალაძე: ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი გზა მოგვცემს საცობებისგან განტვირთვის შესაძლებლობას
ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვი...
1777580010
საზოგადოებაკახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ
„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვს...
1777579977
საზოგადოებაკახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა სამთავრობო...
1777579012
საზოგადოებაკახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმ...
1777578987
საზოგადოებაკახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები
ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრ...


























