კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.

„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.

მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777580040

საზოგადოება

კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი გზა მოგვცემს საცობებისგან განტვირთვის შესაძლებლობას

ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვი...

კახა კალაძე

1777580010

საზოგადოება

კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ

„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვს...

კახა კალაძე

1777579977

საზოგადოება

კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა სამთავრობო...

კახა კალაძე

1777579516

საზოგადოება

კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი

არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალა...

კახა კალაძე

1777579012

საზოგადოება

კახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა

აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმ...

კახა კალაძე