კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ბაგებში, ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, ვგეგმავთ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით
უახლოეს მომავალში ბაგებში, ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, ვგეგმავთ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მსგავსი პროექტები უკვე განახორციელა სამგორსა და დიდ დიღომში, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს.
„დავამთავრეთ ორი ძალიან დიდი პროექტი. ერთი სამგორის რაიონში და მეორე დიდ დიღომში. ორივე მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი არის გადატვირთული. ყველა ასაკის ადამიანი დადის. იცით, რომ 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის კვირის კონკრეტულ დღეებსა და საათებში გვაქვს ყველა ინფრასტრუქტურა უფასო. ეს არის საცურაო აუზები, სატრენაჟორო სივრცეები. ყველაფერი შეუძლიათ გამოიყენონ ყოველგვარი გადასახადის გარეშე. რამდენიმე დღის წინ ვიყავით სამგორის რაიონში, სადაც გასულ წელს მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით და მაშინვე დავაანონსეთ, რომ ირგვლივ არსებულ ტერიტორიას მოვაწესრიგებდით. პროექტის სახით გავაკეთეთ ჩოგბურთის და პადელის მოედნები, რომელიც დღეს უკვე ფუნქციონირებს. გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბაგებში ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის გაკეთებას. პირველი პროექტი იქნება ღია საცურაო აუზით“, - აღნიშნა კალაძემ.
1777580010
საზოგადოებაკახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ
„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვს...
1777579977
საზოგადოებაკახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. წამყვანმა ჰკითხა სამთავრობო...
1777579516
საზოგადოებაკახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალა...
1777579012
საზოგადოებაკახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმ...
1777578987
საზოგადოებაკახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები
ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრ...



























