კახა კალაძე: ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“

დღეს, თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“.

„როდესაც რვა წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს, თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ.

დღეს, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა - „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“!!! ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი. ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754054414

ახალი ამბები

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურა

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო,...

ეროვნული გალერეა

1754053607

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7061 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1754052616

საზოგადოება

ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....

გია ვოლსკი

1754052565

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. „გ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1754051151

საზოგადოება

საქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, საქართველო - ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია კი 7 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს. „ეროვნული ნაკრების“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმ...

საქართველო - თურქეთის მატჩ