ნიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, დღეს შედგა სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა.
„რადგან სხდომა მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა ის არის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე, სხვადასხვა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ასევე ვნახეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მთელი ამ დროის განმავლობაში რომ მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს. პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. ქართველი ერის მხარდაჭერისთვის მინდა, გადაგიხადოთ მადლობა. იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას.
„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
1772616203
საზოგადოებაპრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი
„დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთი...
1772614713
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის
ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს...
1772613975
საზოგადოებაკახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძემ...
1772613434
საზოგადოებანიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში
საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში,...
1772613367
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში
ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, - განაცხადა სა...


























