მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთ-საქართველოს ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამთავრობოთაშორისო შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, დღეს ვერავინ უარყოფს იმ როლს, რა როლსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ გლობალურად კონტინენტზე და ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი.
„ამ კონტექსტში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული, კარგი ურთიერთობა. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და კარგი, მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1772618454
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს
ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, როგორიც უნდა იყოს წნეხი, ზეწოლა და შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ - ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ჩვენი გადადგმული...
1772616641
საზოგადოებანიკოლ ფაშინიანი: მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ის პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერ...
1772616203
საზოგადოებაპრემიერი: სომხეთთან გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია, ტურიზმის კუთხით კი სამეულში, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი
„დღეს, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას - განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში და მიუხედავად ურთი...
1772614713
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის
ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს...
1772613975
საზოგადოებაკახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. კახა კალაძემ...



























