კახა კალაძე მოსახლეობას: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი - პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ

ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - ბრძოლით მოვიპოვეთ, დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს" - ეს არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი და არა მხოლოდ, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ყოველდღიური მუშაობით, გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, ბრძოლით ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში, რადგან მშვიდობის, სიმშვიდის გარეშე ჩვენ დღეს აქ ვერ შევიკრიბებოდით, ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე, სამომავლო პროექტებზე. ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში როგორ გააქტიურებულია მტერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვერ ისვენებენ, ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" დაიკავა პრინციპული პოზიცია და მტერს არ დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი და დღეს აქ გვქონოდა იგივე უბედურება, რაც უკრაინაშია, სამწუხაროდ. დიახ, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხებისთვის, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც შენ მოგიწოდებენ ვითომ მეგობრობით შეფუთული განცხადებებით, რომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმემ ზემოდან გვიყუროს და თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ! დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა" - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ოპონენტების განცხადებებიც გააკრიტიკა და მოსახლეობას მისი გუნდისა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ ოპონენტები - თუ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ყველაფერს გავაჩერებთ, მერია აღარ იმუშავებს, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხი ჯანდაცვის პროგრამებით ვეღარ ისარგებლებსო. იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ კალაძის გუნდი აკეთებს ათ რეკრეაციულ სივრცეს, პარკს, სკვერს, ჩვენ ოცს გავაკეთებთო, მხოლოდ და მხოლოდ მტრობა და ბოროტება ამოძრავებთ. შესაბამისად, მათ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, თბილისი და თბილისელები მიუჩენთ შესაბამის ადგილს. ისინი იქნებიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, უსამშობლო ადამიანების, მოღალატეების და აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. 4 ოქტომბერს მათ უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი. უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მერიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გაგრძელდება გზების, გამზირების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. შევიძინეთ ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გადავედით მეტროს ვაგონებზე. მთლიანად მოხდება მეტროს განახლება. მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, 2026 წლიდან დაიწყებს ეტაპობრივად შემოსვლას. მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი პარკები, სკვერები, ყველა უბანსა და რაიონში აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების არსებობა. ხომ გახსოვთ, 2017 წლამდე რა ვითარება იყო. დღეს გულს უხარია, როდესაც თბილისში დადის ადამიანი. ამდენი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე უბნებში, პარკები. რამდენიმე დღეში ვერის პარკი გაიხსნება, რომელიც ულამაზესია. გავაგრძლებთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეს აღზრდის შესაძლებლობა; გავაგრძლებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რათა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მას ზურგს უმაგრებს ძლიერი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს.
„მე ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ ქალაქისთვის, ერთად ვიბრძვით ყოველდღიურად, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს - უფრო მწვანე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეამაყება, რომ თქვენ საკრებულოში გეყოლებათ ასეთი წარმომადგენლები", - განაცხადა კახა კალაძემ.
1758822041
საზოგადოებაშიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დ...
1758819825
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქარ...
1758819339
საზოგადოებასპორტის მინისტრი ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისს შეხვდა
საქართველოს სპორტი მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ მოკრივეს ლენოქს ლუისს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს...
1758816625
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა. იუნფორმაციას საქართველოს საგა...
1758816588
საზოგადოებაგაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
2025 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქა...