შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს.
1758823040
საზოგადოებაკახა კალაძე მოსახლეობას: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი - პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ
ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - ბრძოლით მოვიპოვეთ, დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა, - განაცხადა „ქართულ...
1758819825
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქარ...
1758819339
საზოგადოებასპორტის მინისტრი ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისს შეხვდა
საქართველოს სპორტი მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ მოკრივეს ლენოქს ლუისს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს...
1758816625
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა. იუნფორმაციას საქართველოს საგა...
1758816588
საზოგადოებაგაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
2025 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქა...