მიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განვაცხადე, რომ ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას აჯამებს.
„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვედი. გამოსვლისას აღვნიშნე, რომ მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. ხაზი გავუსვი, რომ მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განვაცხადე, რომ ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი.
როგორც გამოსვლისას აღვნიშნე, დღესაც, როგორც უწინ საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. განვაცხადე, რომ მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი.
სიტყვის გამოსვლისას ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი.
სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მივმართე და განვაცხადე, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ.
სიტყვის დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
1758822041
საზოგადოებაშიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დ...
1758819825
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქარ...
1758819339
საზოგადოებასპორტის მინისტრი ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისს შეხვდა
საქართველოს სპორტი მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ მოკრივეს ლენოქს ლუისს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს...
1758816625
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა. იუნფორმაციას საქართველოს საგა...
1758816588
საზოგადოებაგაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
2025 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქა...