ნიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგას შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის პარლამენტის მიწვევით, ბრატისლავაში იმყოფება.

დელეგაციის წევრები სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიან ქერის და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ზრდის აუცილებლობას.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სლოვაკ კოლეგებთან კულტურისა და ტურიზმის სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. მხარეებმა ამ მიმართულებით მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი გახდა. მან სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობებზე, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელისუფლების მიერ განხორციელდა, გაცხადებული მიზნის - 2030 წელს ევროკავშირის წევრობის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე სლოვაკურმა მხარემ აღნიშნა, რომ არ იზიარებენ ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკას. მათი თქმით, საქართველო არის ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და აუცილებელია, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხი მუდმივად იდგას დღის წესრიგში. სლოვაკი დეპუტატების განცხადებით სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების რთულ პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებას. როგორც სლოვაკურმა მხარემ აღნიშნა, შიდა პოლიტიკური განწყობები და პრობლემები, აგრეთვე საგარეო ჩარევის ფაქტები საქართველოსა და სლოვაკეთში თითქმის იდენტურია.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამეზობლოზე. სლოვაკმა დეპუტატებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი მიდგომა გაუზიარეს ომთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ისინი ცალსახად გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, არ შეეგუებიან უკრაინული ტერიტორიების ანექსიას, თუმცა ამავდროულად ემხრობიან ომის მალე დასრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტას.

ქართულმა მხარემ სლოვაკ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მთავრობის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს.

ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758822041

საზოგადოება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დ...

დაკავებადაკავება

1758819825

საზოგადოება

კახა კალაძე: როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქარ...

კახა კალაძე

1758819339

საზოგადოება

სპორტის მინისტრი ლეგენდარულ მოკრივე ლენოქს ლუისს შეხვდა

საქართველოს სპორტი მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ მოკრივეს ლენოქს ლუისს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კრივის განვითარების პერსპექტივაზეც იმსჯელეს...

სპორტის მინისტრი

1758816625

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა. იუნფორმაციას საქართველოს საგა...

საგარეო საქმეთა მინისტრი

1758816588

საზოგადოება

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა

2025 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქა...

მაკა ბოჭორიშვილი