კახა კალაძე: პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს. 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის

 პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს. 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ უპასუხებს ოპოზიციის ნარატივს, რომ მან არჩევნებში თბილისელების ხმების 20% მიიღო.

„ერთ-ერთ ჟურნალისტს ვუპასუხე, რომ მათემატიკა მათი [ოპოზიციის] ძლიერი მხარე არ იყო. სპეკულაციები გასაგებია, თუმცა ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ მათ კიდევ ერთხელ მიუჩინა შესაბამისი ადგილი. 2017 წელს მივიღე პირველად არჩევნებში მონაწილეობა როდესაც დედაქალაქის მერი გავხდი და მაშინ დაახლოებით 204 ათასი ხმა მივიღე. პირველივე ტურში მივაღწიე გამარჯვებას. შემდეგ იყო 2021 წელი. ამას მთლად თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დავარქმევდით, რადგან 43%-იანი ბარიერი იყო შემოღებული და თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. აქაც დაახლოებით 214 ათასი ხმა მივიღე.

თბილისელებმა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და 215 ათასზე მეტი ხმა მივიღეთ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა და პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ვისმენთ, ლოგიკას მოკლებულია. თუ ვინმეს ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიყვანოს. 215 ათასი მხარდამჭერი დედაქალაქში პატარა რაოდენობა არ არის. ხალხი ელოდება უკვე პროექტებს, სიახლეებს ქალაქთან დაკავშირებით და მე ჩემს გუნდთან ერთად შევასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც გაიცა კამპანიის დროს“, - აღნიშნა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760088546

საზოგადოება

კახა კალაძე აქციების შესახებ: რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პრო...

კახა კალაძე

1760087682

ახალი ამბები

მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია ბაჩანა ახალაია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მ...

ბაჩანა ახალაია

1760086320

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე

„ყოველთვის გახსნილი ვართ საუბრისთვის მიუხედავად იმისა, თუ როგორი რადიკალები სხედან მაგიდის მეორე მხარეს არის ეს ლევან ხაბეიშვილი, რასა იუკნევიჩიენე“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვ...

შალვა პაპუაშვილ

1760086272

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილის რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ გადაკეტვაზე: რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ კიდევ, რომ დისკომფორტი შეუქმნან დედაქალაქის მოქალაქეებს. სახელმწიფო მეთოდურად უდგება ამ საკითხს

ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ, ამ ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე. ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. რამდენიმე ასეულ რადიკალს არ მი...

შალვა პაპუაშვილი

1760085890

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული - სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია“ - ვინც ჩვენი არ არის ის უნდა „ჩაირეცხოს“

100%! მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“, ზურაბ ქადაგიძე, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახუ...

ზურაბ ქადაგიძე