ლევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი მედიასთან შეაფასა.
„სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 6-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მითი იყო. ჩვენ შეიხისგან მოვისმინეთ, რომ კონკრეტულად ეს ჯგუფი, უახლოეს დღეებში იწყებს ამ ინვესტიციის განხორციელებას. ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ დოლარს აღემატება, რომელიც ერთი წყაროდან უპრეცედენტო ინვესტიციაა. ასეთი ინვესტიცია საქართველოში არ ყოფილა.
მოხარულები ვართ, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ჩვენსა და საამიროებს შორის. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს 6 მილიარდი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ვინაიდან ეს იქნება ტრიგერი და წამახალისებელი ძალიან მსხვილი ჯგუფებისთვის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა.
1758373500
საზოგადოებაირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს
„გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მ...
1758371360
სპორტიინა ქალდანმა და ლაშა ყიზილაშვილმა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ინა ქალდანი (J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ). ამ დროისთვის საქართველ...
1758369736
საზოგადოებამათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის სისუსტე კონვერტირდება სურვილში, კონსტიტუციის გვერდის ავლით გაატარონ საკუთარი ინტერესები - ყველას, ვინც ჩათვლის, რომ აქვს უფლება, უკანონობით მიაღწიოს საწადელს, სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა
რადიკალური ოპოზიცია ძალიან სუსტია, არანაირი რესურსი, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს, არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თ...
1758368017
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - არის მსხვერპლი
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ ეტაპისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევაზე...
1758366683
ახალი ამბებითბილისის მერია: ძლიერმა ქარმა თბილისში გარკვეული პრობლემები შექმნა - მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები
ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის ცნობით, კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდ...