კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს

რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე უარყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.

„სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეოები, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი - რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788331387

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-...

ფსიქოტროპული ნივთიერება

1788328826

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ-დასავლის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს ეხმიანება და აცხადე...

დიმიტრი სამხარაძე

1788326602

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე...

ქართული ჯარი

1788325575

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალის...

ვლადიმერ პუტინი

1788324970

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუ...

პუტინი პუტინი