კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა.

ირაკლი თევზაძის ოჯახს, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა, სახლი სოფელ ოფეთში გადაეცა. ოჯახში შვიდი არასრულწლოვანი, მათ შორის ორი ბავშვი, მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდება.

თბილისის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ტრადიციას განვაგრძობთ და 2012 წლიდან მოყოლებული სამტრედიაში ყოველწლიურად იმართება საახალწლო კონცერტი. გარდა ამისა, ვაბედნიერებთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდებათ
დახმარება. ძალიან მიხარია, რომ ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ. რა თქმა უნდა, იმ ოჯახების დახმარებასა და საცხოვრებლით დასაჩუქრებას გავაგრძელებთ, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, შობას და ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, პირველ რიგში, მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ. ჯანმრთელობა, სიკეთე, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც თქვენს გულებს გაუხარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თევზაძეების ოჯახის წევრებმა თბილისის მერს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს.

„ძალიან ბედნიერები ვართ, საოცარი ახალი წელი გვაქვს. პირველ რიგში, მადლობა კახა კალაძეს ჩემი შვიდი შვილის სახელით. რასაკვირველია, საკუთარ სახლში ცხოვრება მათ მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა“, - განაცხადა ირაკლი თევზაძემ.

საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ბენდის მუსიკოსებთან ერთად სამტრედიელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების - „არქისა“ და „ბლოქსისგან“, ასევე, პარლამენტის წევრებისგან - გიორგი ბარვენაშვილისა და შოთა ბერეკაშვილისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ოთხმა ოჯახმა მიიღო.

ახალ სახლებში იცხოვრებენ გოგიტა ჩერქეზიას, ედვარდ ხუბაშვილის, გივი გელაძის და ირაკლი თავაძის ოჯახები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768322730

საზოგადოება

პრემიერი მაია სანდუს განცხადებაზე: ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, გასაოცარია ასეთი განცხადება, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის

„ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში...

ირაკლი კობახიძე

1768321939

საზოგადოება

პრემიერი: „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - გ...

ირაკლი კობახიძე

1768319549

საზოგადოება

პრემიერი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, დიდი ინვესტიციები ხორციელდება, გვაქვს კონკრეტული პროექტები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის და ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და რა თქმა უნდა,...

ირაკლი კობახიძე

1768318717

საზოგადოება

პრემიერი: მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე

„უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალ...

ირაკლი კობახიძე

1768317932

საზოგადოება

პრემიერი: ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით

ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვე...

ირაკლი კობახიძე