პრემიერი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, დიდი ინვესტიციები ხორციელდება, გვაქვს კონკრეტული პროექტები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის და ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და ზოგადად ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დეკემბერში 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა აღმოიფხვრას ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის.
“დეკემბრის მონაცემები არის ძალიან შთამბეჭდავი, 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის, ბუნებრივია, ასეთი მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად,მაგალითად ჩინეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, ტვირთების ნაკადი, წლის განმავლობაში, მიმდინარე მონაცემებით არის 48 %-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ზუსტად ამ მიმართულებებით, ეს არის დაკავშირებადობა, ეს არის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ძალიან ბევრი რამე კეთდება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების მიერ და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება მომავალშიც,”- განაცხადა პრემიერმა.
1768317932
საზოგადოებაპრემიერი: ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით
ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები და პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვე...
1768317110
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ბრძოლა წესების გარეშე ჰქვია ამას, როდესაც არანაირი ევროპული სტანდარტი არ არის გათვალისწინებული და ლაპარაკია იმაზე, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული როგორც საზარბაზნე ხორცი
„მე მგონია, რომ ამ ომის თემა დღის წესრიგში არათუ დგას, არამედ უფრო მტკიცე, მტკივნეული და ხისტი გახდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ევროპის საზღვრებში გარკვეული პრეტენზიები წამოაყენა ამერიკის შეერთებულმა...
1768313452
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები
მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ...
1768311811
საზოგადოებანინო წილოსანი: რამხელა კამპანია წარმოებდა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთა გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არც ერთხელ არ გაუბათილებია სტრასბურგის სასამართლოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორის დევნის, ასევე საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის სასამარ...
1768310730
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის...


























