მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება, შევეცდებით, ინიციატივა ყველაზე კარგ პროექტად ვაქციოთ

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5, ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.

„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6, ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6, ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად, საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. - ყველაფერი ადგილობრივად მოხდება. ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5, ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე. ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.

„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლობიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა, ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნესსუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768323901

საზოგადოება

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. ირაკლი თევზაძის ოჯახს...

კახა კალაძე

1768323848

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია

დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პ...

 ირაკლი კობახიძე

1768322730

საზოგადოება

პრემიერი მაია სანდუს განცხადებაზე: ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, გასაოცარია ასეთი განცხადება, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის

„ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში...

ირაკლი კობახიძე

1768321939

საზოგადოება

პრემიერი: „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - გ...

ირაკლი კობახიძე

1768319549

საზოგადოება

პრემიერი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, დიდი ინვესტიციები ხორციელდება, გვაქვს კონკრეტული პროექტები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის და ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და რა თქმა უნდა,...

ირაკლი კობახიძე