თამარ ჩერგოლეიშვილი ტრამპის რიტორიკაზე გრენლანდიის მიმართ: არა, ნამდვილად არ მომწონს, რა ფორმითაც აკეთებს ამ ყველაფერს

ტრამპის რიტორიკასთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ გამიკეთებია და მისი რიტორიკა და ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და არა, ნამდვილად არ მომწონს რა ფორმითაც აკეთებს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი რიტორიკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ეს რიტორიკა დანიას რთულ ვითარებაში აყენებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს გრენლანდია და არ ჩაუგდოს ის ხელში რუსეთს და ჩინეთს, ვინაიდან, ეს ნებისმიერ ომში აშშ-ს უდიდესი უპირატესობის გარანტია.

"მე მგონია, რომ მოგვარდება ეგ, ანუ, არ მოხდება არანაირი შეჭრა და არანაირი გადმოჭრა. მისი რიტორიკა და მისი ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ, ეგრე ლაპარაკობს, მაგრამ, მერე სხვა რამეს აკეთებს, ამიტომ, მის რიტორიკაზე კომენტარების კეთება არის კურდღლის სორო, იმიტომ, რომ ერთ წუთში შეიძლება ერთი თქვას, მეორე წუთში - მეორე თქვას, უნდა უყურო მის ქმედებებს და ქმედებები ძალიან თანმიმდევრული აქვს.

დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთში არ ომობენ და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე სამხედრო ინტერვენციას აქვს ადგილი, ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან არ მინდა და კატასტროფა იქნება ჩემი აზრით, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რომ ასეთი რამ მოხდეს. მაგრამ, თითქმის გამორციხული მგონია, რამე მსგავსი რომ მოხდეს. დანიაც და ამერიკაც ნატოში იმიტომ არიან, რომ ევროპა დაცული იყოს ამერიკის ძალით. ამერიკა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს იყო თემა, რომ შეიარაღებაზე საკმარისს არ ხარჯავენ და ა.შ., თავიდან ბოლომდე ამერიკის იმედად არიან - ეს არის ტრამპის რიტორიკაც.

გასაგებია, რომ ეს რიტორიკა დანიის მთავრობას რთულ მდგომარეობაში აგდებს და ჯობია, სხვანაირად მოხდეს. უბრალოდ, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკამ გრენლანდიაზე შეინარჩუნოს ის ბაზა და შეაკავოს ჩინეთი და რუსეთი იქ შესვლისგან, იმიტომ, რომ გრენლანდიაზე ამერიკის კოსმოსურ სადგურს აქვს უნარი, უდიდესი უპირატესობა მიანიჭოს ამერიკას ნებისმიერ ომში. წიაღისეულიც მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც თვითონ უნდა, არამედ, იმიტომ, რომ არ უნდა, რომ ჩინეთმა წაიღოს და ეს ძალიან დიდ უპირატესობას მისცემს ჩინეთს სამხედრო წარმოებაში." - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც თავისუფალი სამყაროს ძალა აინტერესებს, ყველას ინტერესებშია ამერიკის მიერ გრენლანდიაზე კონტროლი, მათ შორის არიან დანიელებიც, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, "ნატოს წევრი და ამერიკის ქოლგის ქვეშ" არ იქნებოდნენ.

„ვისაც თავისუფალი სამყაროს ძალა გვაინტერესებს და პრიმატი გვაინტერესებს, უნდა იყოს ყველას ინტერესებში ის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს [გრენლანდიაზე გავლენა]. რა გირჩევნიათ თქვენ, უპირატესობა ამერიკას ჰქონდეს თუ ჩინეთს? როგორც ქართველებს, მგონი ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ჯობია, რომ ამერიკას ჰქონდეს. რაც შეეხება დანიას, დანიელებსაც ეგ ურჩევნიათ, ხომ, ცხადია? აბა, ნატოს წევრი რატომ იქნებიან და ამერიკის ქოლგის ქვეშ რატომ იქნებიან. ეგ არის და ეგ და არა, რასაკვრირველია, ამერიკა ოკუპანტი არ არის." - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768323901

საზოგადოება

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. ირაკლი თევზაძის ოჯახს...

კახა კალაძე

1768323848

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია

დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პ...

 ირაკლი კობახიძე

1768322730

საზოგადოება

პრემიერი მაია სანდუს განცხადებაზე: ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ, გასაოცარია ასეთი განცხადება, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს მოლდოვისთვის

„ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის ხმა მისცეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში...

ირაკლი კობახიძე

1768321939

საზოგადოება

პრემიერი: „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია, ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - გ...

ირაკლი კობახიძე

1768319549

საზოგადოება

პრემიერი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, დიდი ინვესტიციები ხორციელდება, გვაქვს კონკრეტული პროექტები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის და ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და რა თქმა უნდა,...

ირაკლი კობახიძე