"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენს ამომრჩევლებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.

"მე რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებასა და პოლარიზაციას, რაც დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობს.

ჩემი ღრმა რწმენით, ვიცით რა წინასწარი განწყობები, დღეს ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საერთო ეროვნული არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს და ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში.

ჩემი ღრმა რწმენით, ვიცით რა წინასწარი განწყობები, დღეს ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ.

მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ და მჯერა, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. მინდა, ყველას მოვუწოდო აქტიურობისკენ. ჩვენს ამომრჩევლებს მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში დღეს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

ამავე თემაზე:

🔵 "ერთად უნდა ვისწავლოთ ერთიანობა და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა" - სალომე ზურაბიშვილი

🔵 "მაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას"- თეა წულუკიანი

🔵 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

🔵 ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

🔵 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერი საქმიანობას შეუდგა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი

1749219455

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე

„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...

ლევან მაჭავარიანი