კობახიძე: გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მილიონი და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას - სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს
"გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს "ბაკურიანის გეგმა". გეგმა, რომელიც ითვალისწინებს „შულავერის კომიტეტის“ გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მილიონი და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას - ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%.
ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი პირდაპირაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.
გასული კვირების განმავლობაში გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს, ცინიზმი აქაა და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ არა, აქედან კარგად ჩანს.
გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა.
გეგმა, რომელიც ითვალისწინებს „შულავერის კომიტეტის“ გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას.
ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს.
ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა, საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად 20 ივნისს სიმბოლურ ადგილას საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი.
რაც შეეხება აქციაზე მყოფი ადამიანების რიცხვს, სპეციალური პლატფორმის მიხედვით, რომელიც სივრცისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით დათვლის საშუალებას იძლევა, რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 100 000-ს აღემატებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790584822
სპორტიახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...
1790582530
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...
1790581319
ახალი ამბებისამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1790581287
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...
1790580705
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიე...


























