ლაშა ქოიავა: გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს დილის 7 საათზე. შუადღეს გადაცილებული იყო და მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება

2008 წელს სახმელეთო ჯარების ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსმა, ლაშა ქოიავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე საუბროს.

კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის კითხვის პასუხად თუ რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს საღამოს და ღამეს, ქოიავამ აღნიშნა, „ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე, ზოგიერთი დანაყოფი მანამდე იყო გასული, მაგრამ გეგმის მიხედვით საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს დილის 7 საათზე“.

მისივე თქმით, „საბრძოლო მოქმედებები არ უნდა დაწყებულიყო, სამხედრო გეგმით არ იყო გაწერილი, დაიწყო საარტილერიოს დამუშავება ცხინვალის. ეს იყო 7 აგვისტოს 23:42 წუთზე“.

„სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო, ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. ველოდებოდით ჟურნალისტებს. [8 აგვისტოს] დილის 7 საათზე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება“, -განაცხადა ლაშა ქოიავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743341675

საზოგადოება

მეუფე შიო: ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას

 „ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთის მსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას...ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გა...

აა

1743338315

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას

 „ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წეს...

დავით მათიკაშვილი

1743335673

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს

 უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...

ტრამპი და ზელენსკი

1743334738

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე

 თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...

გგჰ

1743333180

სპორტი

ილია თოფურიას განცხადებით, UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლ...

ილია თოფურია