ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, საქართველოში 63 რაიონია და ნიკა მელიამ „ამ დროისთვის 2 ორგანიზაცია ჩააგდო ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში“.

"მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ, რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.

კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.

უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8 - ში ასეთი ბრიფინგებით, ვის აკვირვებს ან რას გვიმტკიცებს, ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას. 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პარტიამ ბოლო 1 წელი უმოქმედოდ გაატარა.

„თუ რამე იყო დასაცინი და ივანიშვილისთვის საჩუქარი - უმოქმედო ოპოზიციაა!!! ახლა აირჩიეთ როგორი ოპოზიცია გსურთ ნაცვლად მოთქმისა... არჩევნები იმის არის, რომ დაინახოთ ყველანაირი სხვაობა და ისე გააკეთოთ არჩევანი.

წინ დიდი ბრძოლა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმთან და შიდა არჩევნებში უნდა გამოიწრთოს ლიდერი",- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.

13 იანვარს პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ამომრჩეველთა ვინაობას სპეციალური კომისია ამოწმებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754212845

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...

თენგიზ შარმანაშვილი

1754211194

ახალი ამბები

რუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1754210574

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას

„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754208224

საზოგადოება

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...

შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

1754207553

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინის...

სამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა