ლევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია, თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, დამოკიდებულია პატრონების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან და როგორც, ზუსტად იმას აკეთებენ

„როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა. აგვისტოს ომიდან მალე ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთა, როცა მოსკოვში აღლუმი იმართებოდა, იქ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერები იმყოფებოდნენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ აგენტურას დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და ისე იქცეოდნენ, როგორიც დავალება იყო.

„მათ უფლება არ აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ ან სხვა რიტორიკით გაავრცელონ საკუთარი ნარატივი. რუსებს საზღვარზე ხვდებოდნენ და ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. მაშინ რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ხმა მისცეს. სამარცხვინო რეზოლუციაც გახსოვთ, როცა ქართველ გმირ სამხედროებს ომის დანაშაულში მონაწილეობა დააბრალეს. როცა დღის წესრიგი შეიცვალა და კონკრეტული ძალებისთვის რუსეთის გაშავება მნიშვნელოვანი გახდა, აგენტურამ სხვა მესიჯბოქსი მიიღო და მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე. აგენტურული ოპოზიცია, თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, დამოკიდებულია პატრონების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან და როგორც, ზუსტად იმას აკეთებენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785938592

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...

პროკურატურა

1785936964

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ“, ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა, როგორ ემუშავა ბოკუჩავას ამ დღეებში „ნაცმოძრაობა“, რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია

„სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ“, ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში....

ზაალ ანჯაფარიძე

1785936136

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6239 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1785935820

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – „ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული, მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ

„ნაცებში“ ბუნებრივი და ხელოვნური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთი იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებული და მხოლოდ ძალაუფლებაში მოსვლა უნდათ, – ამის შესა...

ლევან მაჭავარიანი

1785934581

საზოგადოება

ისტორიაში პირველად ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა

ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სპორტსმენმა ასპარეზ...

ნიკა მაისურაძე