პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რასაც რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
1785934581
საზოგადოებაისტორიაში პირველად ქართველმა ათლეტმა Crossfit games 2026-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა
ქართველმა ათლეტმა ნიკა მაისურაძემ კალიფორნიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის - Crossfit games 2026 ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სპორტსმენმა ასპარეზ...
1785934042
ახალი ამბებირუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15:46 საათზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგ...
1785932983
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნატალია კორძაიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაც...
1785932909
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებებსა და ბოლო წლებში ამ თემაზე არსებულ პოლიტიკურ დისკუსიას ეხმიანება. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოთხი წლი...
1785932849
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოს მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული - რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ
„სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და...



























